ეროვნული ჯილდო Energy Globe Georgia 2020

გამარჯვებული:
საქართველოს მწვანეთა მოძრაობა/დედამიწის მეგობრები-საქართველო

პროექტი:
დავასუფთაოთ საქართველო - ფაზა მესამე (GMG/FoE)

პროექტი განახორციელა საქართველოს მწვანეთა მოძრაობა/დედამიწის მეგობრები-საქართველომ და ის მიზნად ისახავს დაეხმაროს ადგილობრივ მოსახლეობას ეკოლოგიური პასუხისმგებლობის გაუმჯობესებაში. დამასუფთავებელი ღონისძიებების ორგანიზებით დაბინძურება მყარი ნარჩენების შედეგად შემცირდა. ასეთი ინიციატივების შედეგად 3 500 ტონამდე მყარი ნარჩენები შეგროვდა დაახლოებით 6 500 ჰექტარზე. პროექტის მთავარი მიზანი იყო მყარი ნარჩენების მართვის და საქართველოს მოსახლეობის პასუხისმგებლობის გაზრდის შედეგად გარემოს დაბინძურების და კლიმატურ ცვლილებებზე გავლენის შემცირება.

საწყისი მდგომარეობა

საქართველოში ნარჩენები დაბინძურების ერთ-ერთი უდიდესი გამომწვევი მიზეზია. აქ იგულისხმება საშინაო და ასევე მავნებელი ნარჩენები. მუნიციპალიტეტების ბიუჯეტს, რომელიც არამარტო ნარჩენების მართვას, არამედ გაწმენდით სამუშაოებს ხმარდება, ეს მძიმედ აწვება. თუმცა მწირმა ბიუჯეტმა, ფონდების არასწორმა მენეჯმენტმა, მუნიციპალიტეტების არაეფექტურობამ და ნარჩენების არაკონტროლირებადმა გადაყრამ, გამოიწვია ნარჩენების დაწვა, რაც, თავის მხრივ, საშიშ გამონაბოლქვად გარდაიქმნება და ჰაერს აბინძურებს.

გამოსავალი

საქართველოს მწვანეთა მოძრაობა/დედამიწის მეგობრები-საქართველომ 700,000 ადამიანს მიაწვდინა საქართველოში ხმა და ხელი შეუწყო მათი ცნობიერების ამაღლებას თუ რაოდენ მნიშვნელოვანია ნარჩენების მართვა. პროექტის განხორციელების პერიოდში გამოიყენებოდა ნიშნები, რომლებიც ტურისტებს პირდაპირ მიუთითებდნენ ნაგვის ჩაყრის ადგილებს. მსოფლიო მასშტაბით ჩატარებული დასასუფთავებელი ღონისძიებები მიზნად ისახავს ადგილობრივი მოსახლეობის დიდი ნაწილის მობილიზებას. 1 357 დარეგისტრირებულ ცხელი წერტილებიდან მხოლოდ 285 შემორჩა პროექტის დასრულებამდე. ზოგადად ამ აქტიობებმა გამოიწვიეს მყარი ნარჩენების 20%-ით შემცირება საქართველოში და ეკოლოგიური დაბინძურების რისკი შემცირდა მოსახლეობაში ჯანმრთელობის გაუმჯობესების ფონზე.

განახლება

მონაცემთა ბაზის შექმნის და მათი მოძიების უნიკალური გზა იყო ნაგავსაყრელების შესახებ ინფორმაციის შეგროვება. შეგროვილი მასალები, რომელიც ბაზის შესაქმნელად გამოიყენებოდა, წარმოადგენს ერთგვარ კითხვარს არალეგალური ნაგავსაყრელების ადგილმდებარეობის, უშუალოდ შეგროვების და ტრანსპორტირების, ასევე ნაგავსაყრელების მდგომარეობის შესახებ. ეს შესაძლებლობას იძლეოდა შექმნილიყო რუქები და სოციალური მედიის საშუალებით ყველა მონაწილე ერთეულამდე, ვინც მუშაობდა არალეგალურ ნაგავსაყრელებად მონიშნული პუნქტების შესამცირებლად, მისულიყო ინფორმაცია .

x

NATIONAL WINNERS

Get inspired by national winners 2021 and have a look at exciting and unique environmental solutions from all around the world!

OUR PARTNERS

Thank you to our partners!